წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმება
მომსახურების გაწევის შესახებ
2023წლის 2ივნისის რედაქცია
წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმება(შემდგომში როგორც - შეთანხმება) ადგენს www.mygeo.wine საიტის გამოყენების პირობებს და წესებს და წარმოადგენს შეთანხმებას შპს „იულია და ბენედიქტ ვაინერი“ , იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, შალვა ნუცუბიძის IVმიკრორაიონი, კორპ. 35-9; საიდენტიფიკაციო ნომერი: 405540972, დარეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად(შემდგომში როგორც „ადმინისტრაცია“) და ნებიმიერ პირს შორის, რომელიც იქნება საიტის მომხმარებელი(შემდგმომში როგორც „მომხმარებელი“).
1. სამომხმარებლო შეთანხმების ზოგადი დებულებები.
1.1. წინამდებარე
შეთანხმებაში და/ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში გამოიყენება შემდეგი ტერმინები და განმარტებები:
- მომხმარებელი - ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც უერთდება არსებულ შეთანხმებას თავისი ნებით და საკუთარი ინტერესის გამო ან წარმოადგენს სხვა პირის ინტერესს და მოქმედებს მისი სახელით.
- საიტი-ადმინისტრაცია/საიტი - ინტერნეტ საიტი/საიტები, განლაგებული www.mygeo.wine დომენში და მის ქვედომენებში;
- გამოყენების უფლება - მომსახურების კომპლექსი, რომელიც მიეწოდება მომხმარებელს საიტით სარგებლობისას;
- მომსახურების პაკეტი - გამოყენების უფლების დეტალური აღწერა;
- შეთანხმება - წინამდებარე დოკუმენტი ყველა დანამატით, ცვლილებებით და მათში მითითებული აუცილებელი დოკუმენტებით;
1.2. არსებულ
შეთანხმებაში შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ტერმინები და განმარტებები, რომლებიც არ არის მითითებული
შეთანხმების 1.1 პუნქტში. ასეთ შემთხვევაში ამ ტერმინის განმარტება მოხდება
შეთანხმების ტექსტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ტერმინის ერთმნიშვნელოვანი განმარტება
შეთანხმების ტექსტში, რომლებიც ქმნიან ხელშეკრულებას შეთანხმების პირობებით, ვხელმძღვანელობთ პირველ რიგში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განმარტებით.
1.3.
სამომხმარებლო შეთანხმების აქცეპტი ხორციელდება
მომხმარებლის მიერ კონკლუდენტური(ფაქტობრივი) ქმედებების შესრულების გზით, რომლებიც ასახავენ მის ნებას, სურვილს და განზრახვას გამოიყენოს
საიტი და/ან ფაქტობრივად ისარგებლოს
საიტით ნებისმიერი არააკრძალული მეთოდით.
1.4.
მომხმარებლის მიერ გამოყენების უფლების განხორციელება ნებისმიერი მეთოდით და ფორმით მისი ფუნქციონალური შესაძლებლობების ფარგლებში:
- საიტზე განთავსებული მასალების ნახვის;
- შეკვეთის გაფორმება მომსახურების პაკეტის შეძენის ჩათვლით;
1.5.
საიტის გამოყენების აუცილებელ პირობად ითვლება
მომხმარებლის მიერ შემდეგი დოკუმენტების(
შეთანხმების ტექსტის მიხედვით - „აუცილებელი დოკუმენტები“) სრულად და უპირობოდ მიღება:
1.5.1.
საიტზე განთავსებულის კონფიდედნციალობის პოლიტიკის;
1.6. 1.3. პუნქტში აღნიშნული ნებისმიერი შესაძლებლობით სარგებლობის დროს
საიტის გამოყენებისას
მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
- გაეცნო არსებული შეთანხმების პირობებს სრულად საიტის გამოყენებამდე.
- იღებს არსებული შეთანხმების ყველა პირობას სრულად მომხმარებლის მხრიდან რაიმეს შეზღუდვის გარეშე და ვალდებულებას იღებს დაიცვას ისინი ან შეწყვიტოს მომსახურების მიღება. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება მოცემული შეთანხმების პირობებს ან არ აქვს უფლება მათ საფუძველზე გააფორმოს ხელშეკრულება, მან მაშინვე უნდა შეწყვიტოს საიტის ნებისმიერი სახით გამოყენება;
- შეთანხმება, მასთან ერთად არსებულ აუცილებელ დოკუმენთებთან ერთად, შეიძლება შეიცვალოს ადმინისტრაციის მიერ მომხმარებლისთვის სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების და/ან მასთან ერთად არსებული აუცილებელი დოკუმენტების ახალი რედაქცია ძალაში შედის საიტზე განთავსებისთანავე ან მომხმარებლისთვის ნებისმიერი სხვა ფორმით მიწოდებისთანავე, თუ ახალი რედაქციით არ არის სხვანაირად გათვალისწინებული.
1.7. წინამდებარე
შეთანხმება აღიარებულია ოფერტად. სამომხმარებლო შეთანხმება, დადებული არსებული ოფერტის აქცეპტის გზით, არ საჭიროებს ორმხრივ ხელის მოწერას და მოქმედებს ელექტონული ფორმით.
1.8.
შეთანხმების მოქმედი რედაქცია განთავსებულია
საიტზე.
2. საიტზე განთავსებული მომსახურების პაკეტის მიღების წესი:
2.1. საიტზე განთავსებული მომსახურების პაკეტის მისაღებად,
მომხმარებელი იღებს ვალდებულებას მიაწოდოს სრული და ნამდვილი ინფორმაცია იმ კითხვების მიხედვით, რომლებსაც აწვდიან მომსახურების პაკეტის მიღებისას და ეს ინფორმაცია აქტუალურ მდგომარეობაში ჰქონდეს. თუ
მომხმარებელი წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას ან თუ
ადმინისტრაციას ექნება საფუძველი ივარაუდოს, რომ
მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასრული ან სწორი არ არის,
ადმინისტრაციას აქვს უფლება შეწყვიტოს შეთანხმება
მომხმარებელთან ნეგატიური შედეგის თავიდან ასაცილებლად.
2.2.
ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებიმიერ დროს მოსთხოვოს
მომხმარებელს დაადასტუროს მონაცემები, რომლებიც მითითებულია მომსახურების პაკეტის მიღებისას და მოითხოვოს დამადასტურებელი დოკუმენტები(კერძოდ - პიროვნების დამადასტურებელი) რომელთა არ წარმოდგენაც
ადმინისტრაციის ნების შესაბამისად, შეიძლება აღქმული იყოს
როგორც არასწორი ინფორმაციის მიწოდებად და გამოიწვიოს
შეთანხმების 2.1 პუნქტში აღწერილი შედეგები. იმ შემთხვევაში, როდესაც
მომხმარებლის მონაცემები, რომლებიც მითითებულია მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში, არ შეესაბამება მონაცემებს, რომლებიც მითითებულია მომსახურების პაკეტის მიღებისას, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც მონაცემები, მითითებული მომსახურების პაკეტის მიღებისას არ იძლევა მომხმარებლის იდენტიფიცირების საშუალებას, ადმინისტრაციას უფლება აქვს გამოიყენოს ზომები, რომლებიც მითითებულია
შეთანხმების 2.1 პუნქტში.
2.3. ინფორმაციის მიწოდებით (მათ შორის პირადი და პერსონალური მონაცემები)
მომხმარებელი ეთანხმება და აძლევს
ადმინისტრაციას უფლებას დაამუშაოს ისინი პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის შესაბამისად და კონფიდენციალობის პოლიტიკის გათვალისწინებით.
3. საიტით/ მომსახურებით სარგებლობის წესი.
3.1. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს პაკეტები საიტზე აღწერილის შესაბამისად. არჩეული პაკეტის დეტალიზაცია და საბოლოო ღირებულება გაეგზავნება მომხმარებელს გადახდის ანგარიშის სახით.
ადმინისტრაციის ვალდებულებები
მომხმარებლის მიმართ უნდა შესრულდეს ინფორმაციის შესბამისად, რომელიც მითითებულია გადახდილ ანგარიშში.
3.2.
ადმინისტრაციას ნებისმიერ დროს თავისი შეხედულებების მიხედვით შეუძლია საქონლის და მომსახურების მახასიათებლების შეცვლა. ეს წესი არ მოქმედებს უკვე შეკვეთილ და ანაზღაურებულ მომსახურეობაზე.
3.3. მომხმარებელი ვალდებულია:
- მიაწოდოს სწორი ინფორმაცია, რომელსაც ადმინისტრაცია ითხოვს მომსახურების გაწევის მიზნით და შეინარჩუნოს მისი აქტუალობა.
- არ დაარღვიოს და არ ჩაერიოს ადმინისტრაციის მუშაობაში.
3.4. ადმინისტრაციას უფლება აქვს:
- საკუთარი სურვილით და აუცილებლობის შემთხვევაში შექმნას, შეცვალოს, გააუქმოს წესები;
- შეზღუდოს წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე საიტზე;
- შექმნას, შეცვალოს, წაშალოს ინფორმაცია;
- წაშალოს მომხმარებლის მონაცემები;
- უარი თქვას მომსახურების პაკეტის მიწოდებაზე, მიზეზების ახსნის გარეშე;
3.5. შეკვეთის გაფორმების და ანგარიშის გადახდის შემდეგ
მომხმარებელს აქვს უფლება:
3.5.1. იმ უბნის ნახვა, სადაც განთავსებულია დაქირავებული ვაზი(წინასწარ შეთანხმებულ, პროცესში ყველა მონაწილესთვის ხელსაყრელ დროს);
3.5.2. ადმინისტრაციის წარმომადგენელთან ვიდეო-ზარის, დაქირავებული ვაზის სანახავად(წინასწარ შეთანხმებულ, ყველასთვის ხელსაყრელ დროს);
3.5.3. რეგულარული ინფორმაციული შეტყობინება თუ როგორ მიდის ყურძნის გაშენების და კრეფის პროცესი, ასევე ღვინის მომზადების და შენახვის;
3.5.4. მიმართოს
ადმინისტრაციას სხვა საკითხებით დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით;
3.6. საკუთარი ვალდებულებების შესრულების მიზნით ადმინისტრაციას აქვს უფლება:
3.6.1.
მომხმარებლის მიერ ვაზის სანახანვად მისვლისას მოითხოვოს ტექნოლოგის დასწრება;
3.6.2. დამოუკიდებლად განსაზღვროს ვაზის გაშენების და მოვლის, ღვინის წარმოების ყველა ასპექტი, ასევე კომუნიკაციისაც;
3.6.3. გამოაცხცადოს კარანტინი;
3.6.4. არ დაუშვას მოვლის და წარმოების ტექნოლოგიის ცვლილება;
3.6.5. განათავსოს ინფორმაცია არენდატორზე, კერძოდ სახელი და გვარი საჯარო საინფორმაციო ველში;
4. ფინანსური პირობები
4.1. ადმინისტრაცია ადგენს საქონლის და მომსახურების ღირებულებას საიტზე განთავსებით. მომხმარებელს აქვს უფლება მიიღოს ფასდაკლება შეკვეთის გადახდისას და იმ პირობებით, რომლებსაც ადგენს ადმინისტრაცია.
5. პასუხისმგებლობა და გარანტიები
5.1.
ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს წინამდებარე
შეთანხმების პირობების დარღვევაზე, თუ ეს დარღვევა გამოწვეულია გაურკვეველი ძალის გარემოებით(ფორს-მაჟორი),მათ შორის: სახელმწიფო ორგანოების ქმედებები, ხანძარი, წყალდიდობა, სეტყვა, მიწისძვრა, გვალვა, სხვა სტიქიური უბედურებები, გაფიცვა, სამოქალაქო მღელვარება, სხვა ნებისმიერი მდგომარეობა, რომლებიც გავლენას მოახდენენ
ადმინისტრაციის მიერ პირობების შესრულებაზე და რომლებსაც ვერ აკონტროლებს
ადმინისტრაცია.5.2.
ადმინისტრაცია ასევე არ აგებს პასუხს
შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან არასათანადოდ შესრულებაზე, ასევე შესაძლებელ ზარალზე, რომლებიც შეიძლება მათ შორის, მაგრამ შეუზღუდავად გამოწვეული იყოს:
- მესამე პირების არამართლზომიერი მოქმედებებით, რომლებიც მიმართული იქნება საინფორმაციო უსაფრთხოების ან საიტის ნორმალური მუშაობის დარღვევისკენ;
- სახელმწიფო რეგულირების დადგენა(ან სხვა ორგანიზაციების რეგულირება) კომერციული ორგანიზაციების სამეურნეო საქმიანობაზე და/ან მათ მიერ ერთჯერადი შეზღუდვების დადგენისას, რომელიც გაართულებს შეთანხმების ან მისი რომელიმე ნაწილის შესრულებას;
5.3. ყველა დავა, გამომდინარე წინამდებარე
შეთანხმების სამართლებრივი ურთიერთობიდან, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები მოლაპარაკების პროცესში ვერ შეძლებენ დავის გადაჭრას, ასეთი დავები უნდა გადაეცეს განსახილველად საქართველოს შესაბამის სასამართლოს
ადმინისტრაციის ადგილმდებარეობის მიხედვით, გასაჩივრების პროცედურის აუცილებელი დაცვით. პასუხის ვადა პრეტენზიაზე წარმოადგენს 1(ერთი) თვეს.
5.4. ტექნოლოგიური ან სხვა სახის შეცდომის დაშვებისას, რომელიც გამოიწვევს ვაზის დაზიანებას,
ადმინისტრაცია შეცვლის მას ახალით, რომელიც მახასიათებლებით მაქსიმალურად მიახლოებული იქნება ძველთან. იმ შწემთხვევაში, როდესაც შეცვლა შეუძლებელია, აწარმოებს ღვინოს, რომელიც მახასიათებლებით მაქსიმალურად მიახლოებულია იმასთან, რაც მომხმარებელს უნდა მიეღო.
5.5. მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს იჯარა „საჩუქრად“. ამ შემთხვევაში გადამხდელად გამოდის ერთი ადამიანი (მჩუქებელი), ხოლო მიმღები არის მეორე(დასაჩუქრებული). დასაჩუქრებულის სახელი და გვარი განთავსებული იქნება ვაზზე და ღვინის ბოთლებზე.
6. შეთანხმების მოქმედების პირობები
6.1. შეთანხმება ძალაშია საიტზე განთავსებული
მომსახურების პაკეტის შეკვეთის გაფორმებისთანავე.
6.2.
ადმინისტრაციას უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს
შეთანხმების პირობები, ამასთან ასეთი ცვლილებები ძალაში შედის
შეთანხმების ახალი ვერსიის და/ან
მომსახურების პაკეტის გამოქვეყნებისთანავე, ამასთან უკვე გაფორმებული შეკვეთები სრულდება
შეთანხმების პირობებით, რომელიც მოქმედებდა შეკვეთის გადახდის მომენტში.
6.3. თუ
მომხმარებელი არ ეთანხმება
შეთანხმების ახალ ვერსიას, ის წყვეტს
მომსახურების პაკეტით სარგებლობას.
7. ინტელექტუალური საკუთრება
7.1.
ადმინისტრაცია ფლობს საკუთრების უფლებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე, რომელთა დახმარებით ფუნქციონირებს
საიტი, მათ შორის, ტექსტები, ფოტოები, ვიდეომასალები, გრაფიკული გამოსახულებები, ხმაოვანი თანხლება, სასაქონლო ნიშანი, საფირმო სახელწოდება, რომლებიც დაცულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
7.2.
ადმინისტრაცია აძლევს
მომხმარებელს უფლებას გამოიყენოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები, რომლებიც მოცემულია 7.1 პუნქტში მხოლოდ პირადი არაკომერციული მიზნებისთვის.
7.3. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ნებიმიერი გამოყენება კომერციული მიზნებისთვის, რომლებიც აღნიშნულია
შეთანხმების 7.1 პუნქტში, აკრძალულია და იწვევს სამოქალაქო-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
8. დასკვნითი დებულებები
8.1. წინამდებარე
შეთანხმება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება არსებული
შეთანხმებით, უნდა გადაიჭრას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ყველა შესაძლო დავა, რომლებიც გამოვა ურთიერთობებიდან, რომლებსას არეგულირებს
შეთანხმება, გადაიჭრება იმ წესით, რაც დადგენილია საქართველოს არსებული კანონმდებლობით. წინამდებარე
შეთანხმების ტექსტში, თუ არ არის მითითებული სხვა რამ, ტერმინ „კანონმდებლობა“-ში იგულისხმება საქართველოს კანონმდებლობა.
8.2. თუ ამა თუ იმ მიზეზის გამო
შეთანხმების ერთი ან რამდენიმე დებულება იქნება აღიარებული არასწორად ან მათ არ ექნებათ იურიდიული ძალა, ეს არ მოახდენს გავლენას
შეთანხმების დანარჩენი დებულებების გამოყენებაზე.
8.3.
მომხმარებლის მიერ
შეთანხმების დებულებების დარღვევის დროს
ადმინისტრაციის უმოქმედობა არ ართმევს
ადმინისტრაციას უფლებას შესაბამისი ქმედებები განახორციელოს საკუთარი ინტერესების დასაცავად მოგვიანებით, ასევე არ ნიშნავს
ადმინისტრაციის მიერ საკუთარ უფლებებზე უარის თქმას სხვა დროს მსგავსი დარღვევებისგან.
8.4.
მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო
შეთანხმების ყველა დებულებას და უპირობოდ ეთანხმება.
9. ინფორმაცია საიტის მფლობელზე
შპს „იულია და ბენედიკტ ვაინერი“
საიდენტიფიკაციო ნომერი: 405540972
იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, შალვა ნუცუბიძის პლატო IVმიკრორაიონი, კორპ. 35-9
ვენახის ფაქტიური მისამართი; მაღრაანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, კახეთი, საქართველო
ელ. ფოსტა info@mygeo.wine
ტ. +995 598 77 33 88