ბენედიქტი და იულია გეგეჭკორების ვენახზე დაყრდნობით შეიქმნა პლატფორმა, რომლის მეშვეობით ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ღვინის დაწურვის პროცესში
ბენედიქტი ბავშვობიდან ეხმარებოდა ბაბუას ყურძნის მოვლაში და მოსავლის აღებაში
ამიტომ, ბენედიქტმა იყიდა თავისი პირველი ჰექტარი მიწა ქისის ყურძნის მიკროზონაში და წარმატებით დაიწყო მთელი ოჯახის მეღვინეობის ტრადიციების გამოყენება.

ბენედიქტის მეუღლე იულია 7 წელია საქართველოში ცხოვრობს. ის ყოველთვის ოცნებობდა ვენახში მომხვდარიყო და რთველში თავად მიეღო მონაწილეობა. ალბათ ამიტომაა, რომ ბედმა ის შეახვედრა მამაკაცთან, რომელსაც შეეძლო მისი ოცნების ასრულება. ახლა კი, ისინი სიყვარულით აჩვევენ ამ ტრადიციებს შვილს, დავითს.
ეს ოჯახი სიყვარულს უზიარებს მათ, ვისაც მეღვინეობის ხელოვნების შესწავლა სურს
ისინი სიამოვნებით იღებენ სტუმრებს, აწყობენ ტურებს ვენახში და აცნობენ მათ საქართველოს ტრადიციებსა და კულტურას. მათი მისიაა დაეხმარონ ყველას საკუთარი ვენახის ქონის ფუფუნების განცდაში და აჩვენონ, რომ მევენახეობა და მეღვინეობა ყველასთვის ხელმისაწვდომია. ბენედიქტს და იულიას სიამოვნებით შემოაქვთ ვაზის მფარველობის ევროპული კულტურა ქართულ მიწაზე.
მეღვინეობის ისტორია
ქართული ღვინისა და მევენახეობის ისტორიის ფესვები მოდის ნეოლითის ხანიდან (ძვ. წ. VI-IV), რასაც მოწმობს მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა.
მაგალითად, ქვემო ქართლში, თბილისის სამხრეთით, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქვევრი, მასში კი 8000 წლის წინანდელი ყურძნის მარცვლები. ამჟამად ეს ქვევრი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია გამოფენილი და მსოფლიოში უძველეს ღვინის ჭურჭლად ითვლება.
საქართველოში ვენახმა და ღვინომ ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად მეტი მნიშვნელობა შეიძინა: წმინდა ნინო (საქართველოს ქრისტიანი განმანათლებელი) ვაზისგან დამზადებული ჯვრით გამოჩნდა და დაიწყო საქართველოს გაქრისტიანება. მონასტრის კედლებში საეკლესიო რიტუალებისთვის ღვინოს ყოველთვის დიდი რაოდენობით წურავდნენ, დღესაც ძველი მარნები ბევრ მონასტერში შეიძლება ვიხილოთ.
ამ დროს ქართველ ერს ეკლესიისთვის ღვინის შეწირვის ტრადიცია ჰქონდა და დიდი რაოდენობით ღვინოს წირავდა ხალხი. შესაწირ ღვინოს „ზედაშე“ ერქვა.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ხალხმა იცის და იყენებს მეღვინეობის განსაკუთრებულ მეთოდებს, რომლებიც არ არის დამახასიათებელი თანამედროვე სამყაროსთვის: ისინი საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა ვენახთან მუშაობის დიდი გამოცდილების და მდიდარი ისტორიის შედეგად.

ეს შესაძლებელს ხდის ღვინოების უჩვეულოდ საინტერესო გემოვნური თვისებების გადმოცემას, ზოგიერთი მათგანის გემო კი სრულიად გამორიცხულია ეცნოს საშუალო გამოცდილების მქონე ღვინის მოყვარულს.

საქართველო არის თანამედროვე ევროპული ვაზის ჯიშის მრავალფეროვნების სამშობლო.
თუმცა, ქართული მეღვინეობის ტექნოლოგიის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია, ევროპულისგან განსხვავებით, ყურძნის წვენის დუღილი კანთან და ყლორტებთან ერთად და ღვინის შემდგომი დაძველება ჭაჭასთან, რაც სასმელს აძლევს ექსტრაქტულობას, ხილის არომატს, ჰარმონიულ გემოს და მიმზიდველ მდიდარ ფერს.
ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე ინახავდა და უფრთხილდებოდა ღვინის კულტურას. ამ ცოდნისა და გამოცდილების შედეგი გახდა ღვინის დამზადების სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც მოიცავს:
ყურძნის წვენის ნელი დუღილის პროცესი ქვევრში კანთან, ყლორტებთან და თესლებთან ერთად (ამ დროს ჭურჭელი ჩაფლულია მიწაში სტაბილური ტემპერატურის შესანარჩუნებლად)
დუღილი ბუნებრივ საფუარზე
ჭაჭის მორევა ქვევრში დუღილის დროს დღეში 3-4-ჯერ, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა!
ქვევრის დალუქვა დუღილისთვის 4-6 თვის განმავლობაში
ამ ტექნოლოგიის ქიმიური პროცესების შედეგად ღვინოში ტყავიდან, თესლიდან და ყლორტებიდან გადადის დიდი რაოდენობით ექსტრაქციული ნივთიერებები, ამიტომ გემო უფრო ძლიერი, მჟავე და მდიდარია.
გეპატიჟებით გახდეთ ამ მდიდარი კულტურისა და ისტორიის ნაწილი, შეეხოთ ქართული მეღვინეობის ხელოვნებას და დააგემოვნოთ განსაკუთრებული ღვინის გემო, რომლის დავიწყებასაც ვერ შეძლებთ.